“ყველა ხართ არაკაცები” – აქციის მონაწილე ვახტანგ მეგრელიშვილს დაუპირისპირდა
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილესა და პარტია “გირჩის” წევრს, ვახტანგ მეგრელიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“ყველა ხართ არაკაცები. უნდა დაერქვას სახელი, ვის ელაპარაკები? რა გაქვს სალაპარაკო? ნამუსის ძარღვი გაქვთ? ეს გეკუთვნით, არ გრცხვენია?”, – ასე მიმართა აქციის მონაწილემ მეგრელიშვილს.
ვახო მეგრელიშვილის განცხადებით, ეს საბოტაჟია.
შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მივიდნენ.
საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტები და 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოპოზიციამ არ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონპროექტს.