ზურაბ ლაშხია “რეგიონების განახლების” პროგრამაზე: მშვენიერი აზრია, გვაქვს კულტურული ძეგლები და ხელშეწყობა ძალიან კარგი იქნება

მსგავსი ინიციატივა და წამოწყება ნამდვილად კარგია, – ამის შესახებ მსახიობმა ზურაბ ლაშხიამ მთავრობის ახალი ინიციატივის შეფასებისას ,,კვირას” განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი პროგრამა ეკონომიკისთვისაც სასარგებლო იქნება.

,,მშვენიერი აზრია, გვაქვს კულტურული ძეგლები და ხელშეწყობა ძალიან კარგი იქნება, ეკონომიკის თვალსაზრისითაც სასარგებლო იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ისე განხორციელდა, როგორც ამბობენ, რადგან ხშირად ერთს ვამბობთ და ნახევარი არ კეთდება ხოლმე. მისახედია კულტურული ძეგლები, შეიძლება თეატრში არ შემოვიდეს ტურისტი ენის ბარიერის გამო, მაგრამ სხვადასხვა ადგილი დაათვალიეროს, დასავლეთში გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ტურისტმა უამრავი ადგილი მოინახულოს, ამიტომაც მსგავსი ინიციატივა და წამოწყება ნამდვილად კარგია,”- განუცხადა ,,კვირას” ზურაბ ლაშხიამ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რეგიონების განახლების მასშტაბური პროგრამა დააანონსა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები