ალექსი ბატიაშვილი: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის 66 საქმეზე გამოძიება დაიწყო, პასუხისგებაში 72 პირი მიეცა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სისხლის სამართლის 66 საქმეზე გამოძიება დაიწყო, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 72 პირი“, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

„აღნიშნული პირები პასუხისგებაში მიეცნენ ქრთამის აღების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი გულგრილობის, დიდი ოდენობით თაღლითობის, მითვისება-გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სხვა ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ეფექტიანად ახორციელებდა კორუფციის საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებს, ახალი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საგამოძიებო მოქმედებების წარმოების მიმდინარეობაზე“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები