ალეკო ელისაშვილი – „ნაციონალები“ მავნებლობენ, თან ამნისტიის იდეას ლანძღავენ და თან ერთი სული აქვთ, მივიღოთ”

„ნაციონალები“ მავნებლობენ, თან ამნისტიის იდეას ლანძღავენ და თან ერთი სული აქვთ, მივიღოთ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმების შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში.

„ამნისტიაზე შევთანხმდით და მისაღებია. ნიკა მელია გირაოთი რომ გამოვიდეს, გირაოს გადახდა საქმის შეწყვეტას ხომ არ ნიშნავს? ჩვენ რაზეც ვართ შეთანხმებულები, იმას ვაკეთებთ და სხვები ვირეშმაკობენ – თან შემოსვლა უნდათ, თან ერთი სული აქვთ, ამნისტია მივიღოთ, თან ამნისტიას ლანძღავენ, მაგრამ თან ხვდებიან, რომ ბოიკოტის პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო და რაც სჩვევიათ, ახლა მავნებლობენ. უკვე გაჭრილი კარტია, მაგათი არაფერი არ მუშაობს, შეთანხმების შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები