ანრი ოხანაშვილი: ვერცერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან, თუნდაც პოლიციელებთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება
“ვერცერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან, თუნდაც პოლიციელებთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება – სტანდარტი ყველასთვის ერთიანი იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული ოცნების“ სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს.
“ვერცერთი პოლიტიკოსი, რომელსაც სავარაუდო მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სხვა პირთან, თუნდაც პოლიციელებთან მიმართებაში პრივილეგირებული ვერ იქნება – სტანდარტი ყველასთვის ერთიანი იქნება. ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, დამამცირებელი მოპყრობა – თუ დადგინდა, რომ ვინმემ ასეთი დანაშაული ჩაიდინა, რა თქმა უნდა, ამნისტია არ შეეხება. კონვენციური სტანდარტი დაცული იქნება, თუმცა გავრცელდება ყველაზე და ყველაფერზე, როგორც ეს შეთანხმების ტექსტში წერია. აქამდე ცდილობდნენ, შეთანხმება არ შემდგარიყო. არავის მივცემთ მიღწეული შეთანხმების ჩაშლის საშუალებას. ამნისტია უნდა გამოიცეს. ამნისტია გამოიცემა და გავრცელდება ყველაზე – ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე თანაბრად, გარდა კონვენციული მიდგომისა. ქართული ოცნების“ სულისკვეთებაა, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.