ლადო ბოჟაძე: პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას დასახელება კიდევ ერთი სიგნალი და გარანტია, რომ მიშელის შეთანხმების 5-ვე პუნქტი შესრულდება

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას დასახელება კიდევ ერთი სიგნალი და გარანტია, რომ მიშელის შეთანხმების 5-ვე პუნქტი შესრულდება, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რადგან უკვე თითქმის ყველა პარტია პარლამენტშია, უმჯობესი იქნება პარლამენტს ჰყავდეს თავმჯდომარე, რომელიც არ იყო ამ პროცესების უშუალო მონაწილე.

“არჩილ თალაკვაძეს რთულ დროს მოუწია მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობა, კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობის 6-თვიანი, დაძაბულობის, დაპირისპირების და მოლაპარაკებების პერიოდი. რადგან ახლა თითქმის ყველა პარტია უკვე პარლამენტშია, ალბათ უკეთესი იქნება პარლამენტს ყავდეს თავმჯდომარე რომელიც არ იყო ამ პროცესების უშუალო მონაწილე და იქნება ,,ყველა პარლამენტარის თავმჯდომარე”. ამ პოსტზე კახა კუჭავას დასახელება, რომელიც პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში, არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და გარანტიც იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხუთივე პუნქტი შესრულდება დადგენილ ვადებში, პირობების სრული დაცვით”, – წერს ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები