ლევან ნიკოლეიშვილი – კარგია, რომ სწორედ კახა კუჭავა შეარჩია ” ქართულმა ოცნებამ” იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ურთიერთობები აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან
არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავჯდომარეობა მართლაც რთულ პერიოდში მოუწია, თუმცა სხვდასხვა სახის კრიზისების მიუხედავად თავს ყოველთვის ღირსეულად ართმევდა, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პარლამენტის სპიკერის კანდიდატად კახა კუჭავა შეარჩია.
“ბატონ არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავჯდომარეობა მართლაც რთულ პერიოდში მოუწია, თუმცა სხვდასხვა სახის კრიზისების მიუხედავად თავს ყოველთვის ღირსეულად ართმევდა მართლაც საპასხუსმგემბლო საქმეს. განსაკუთრებით კი აღსანიშნავია მისი წვლილი მოლაპარაკებების ხანგრძლივ და საკმაოდ რთულ პროცესში, რისთვისაც ის მხოლოდ მადლობას იმსახურებს. რაც შეეხება ბატონ კახა კუჭავას კარგია, რომ სწორედ ის შეარჩია ” ქართულმა ოცნებამ”, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ როგორი ურთიერთობები აქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ვუსურვებ მრავალპარტიულ პარლამენტს ახალ თავმჯდომარესთან ერთად წარმტეტებებსა და ნაყოფიერ კანონშემოქმედებით საქმიანობას”, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.