ირაკლი ლატარია – პარლამენტი არის მრავალპარტიული, კრიზისი ამოწურულია, ყველა გადადის სამუშაო და რაც მთავარია ახალ მიდგომებზე, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება პარლამენტის ახალი მართვა

„კახა კუჭავას ვინც იცნობს ყველა დამეთანხმება, რომ არის ძალიან განათლებული, ჭკვიანი, ევროპასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით გამოცდილი, გაწონასწორებული და რაც მთავარია ნეიტრალური პოლიტიკოსი“ – ამის შესახებ  ექსპერტიირაკლი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პარტიის გადაწყვეტილება არის დროული და საკმაოდ პრაგმატული

„რატომ გადადგა და რატომ კუჭავა? მოკლედ შევეცდები ავხსნა (ჩემი აზრით).
ამდენი თვეა ვუყურებთ ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურ კრიზისს, ამდენი თვეა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამდენი თვეა ამ მოლაპარაკებაში ჩართულია პირადად თალაკვაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პირდაპირი პოზიციებით.
მოლაპარაკება დამთავრდა, პარლამენტი არის მრავალპარტიული და უკვე შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი ამოწურულია და ახლა ყველა გადადის სამუშაო და რაც მთავარია ახალ მიდგომებზე, რომელსაც აუცილებლად დასჭირდება პარლამენტის ახალი მართვაც, რომელიც ბევრად ნეიტრალური იქნებოდა ვიდრე – ნებისმიერი, მოლაპარაკებაში უშუალოდ ჩართული ადამიანი და რაც მთავარია, ახალი სპიკერი უკვე დროა იყოს გამაერთიანებელიც!
ვთვლი, რომ ბევრი კარგი რამის მომსწრენი გავხდებით ნელ – ნელა და პარტიის გადაწყვეტილებაც არის დროული და საკმაოდ პრაგმატული.
კახა კუჭავას ვინც იცნობს ყველა დამეთანხმება, რომ არის ძალიან განათლებული, ჭკვიანი, ევროპასა და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ურთიერთობის კუთხით გამოცდილი, გაწონასწორებული და რაც მთავარია (როგორც უკვე ავღნიშნე), ნეიტრალური პოლიტიკოსი!!!
წარმატებები ჩემს ქვეყანას, უკვე ახალ გამოწვევებში“ – წერს ირაკლი ლატარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები