ელისაშვილი ნათელაშვილის განცხადებაზე: როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს – კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, დავხოცავდით ერთმანეთს
ასეთი რამ ყოველთვის ახასიათებს შალვა ნათელაშვილს და კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება ჩაიწერა თავის ანგარიშზე, – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ, ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს „დახოცავდნენ“.
„ეს არის სამარცხვინო განცხადება, ასეთი რამ ყოველთვის ახასიათებს შალვა ნათელაშვილს და კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება ჩაიწერა თავის ანგარიშზე, როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი რომ არ ყოფილიყვნენ დავხოცავდით ერთმანეთს, დავლეწავდით ისეთივე გაშმაგებით აქაურობას, როგორც 90-იან წლებში დავმართეთ ამ ქვეყანას. ეს ხალხი იყო გადაფოფრილი ამ ქვეყანაზე და იდგა ჩვენს შორის, ის ხალხი რომ არ ყოფილიყო ვერც შეთანხმება იქნებოდა და სამოქალაქო ომს გავაჩაღებდით, როგორ შეიძლება ამის მერე მადლიერების ნაცვლად, მოღალატე ეძახო, ეს არის უმადურობის მწვერვალი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
“პირველივე რაუნდიდან კოლეგები ხელით მეჭირა, რომ არ ჩაბარებოდნენ კელი დეგნანს”- განაცხადა ნათელაშვილმა. მისივე თქმით, “საქართველოში კელი დეგნანის ხელმძღვანელობით სპეცოპერაცია განხორციელდა”.