ბიძინა კულუმბეგოვი: როგორც კი ინფიცირებულების რიცხვი 2000-ს ზემოთ გადაინაცვლებს, სახელმწიფო იძულებული გახდება, შემზღუდავ ღონისძიებებზე იფიქროს
“როგორც კი ინფიცირებულების რიცხვი 2000-ს ზემოთ გადაინაცვლებს, სახელმწიფო იძულებული გახდება, შემზღუდავ ღონისძიებებზე იფიქროს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყოველი 1000 ინფიცირებულიდან 10 იღუპება.
“ჩვენი ქვეყნისთვის ინფიცირებულების ოპტიმალური რაოდენობა არ არსებობს, მაგრამ ახლა ზღვარია რეალურად, 2000-მდე ნიშნული, ეს არის ის ზღვარი, რომლის მოვლაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია, მაგრამ ამის ზემოთ როგორც კი დაიწყებს გადანაცვლებას, რასაკვირველია, სახელმწიფო იძულებული გახდება შემზღუდავი ღონისძიებების გარკვეულ ნაწილზე იფიქროს.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა აღსრულების ღონისძიებებზე ძალიან სერიოზული მონიტორინგის განხორციელება, ეს უნდა იყოს უმაღლესი რანგის პატრონაჟის ქვეშ აყვანილი და ნებისმიერი დარღვევა და გადაცდომა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის თუნდაც ერთი ადამიანის ზედმეტად ინფიცირებას, ეს უნდა იყოს, ძალიან მკაცრად განსჯის საკითხი,” – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.