იაგო ხვიჩია: შეთანხმების მიღწევის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია

“შეთანხმების მიღწევის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, გამძლეობაში ვარჯიშია”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ აქვს.

,,ნებისმიერი გზა, რომელიც ნიკა მელიას გარეთ აღმოაჩენს, მისასალმებელია, რა თქმა უნდა, თუ თვითონ უნდა. ჩემი აზრით, მოლაპარაკება შემდგარია, შეთანხმება ძირითად პუნქტებზე მიღწეულია და ამის შემდეგ ციხეში ჯდომა პოლიტპატიმრობა არ არის, ციხეში ჯდომა გამძლეობაში ვარჯიშია, რამდენ ხანს გავძლებთ ციხეში. ამას პოლიტპატიმრობასთან კავშირი არ აქვს მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა განაცხადა, რომ გირაოს იხდის, რათა გარეთ გამოვიდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები