ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირთან ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

საოკუპაციო რეჟიმმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირთან ე.წ. სადემარკაციო სამუშაოები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები საოკუპაციო ხაზთან ამ წუთებში მუშაობენ და ხნულებს ავლებენ.

,,ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია”, – აცხადებენ სუს-ში.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ტახტისძირთან ხის ბოძები ორი დღის წინაც დაამონტაჟეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები