ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს

ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბანაკ “ვიქტორიასთან” რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.

ინფორმაციას Shafaq News-ი ავრცელებს.

ბანაკი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა სამხედრო ბაზის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს.

წინასწარი ინფორმაციით, იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა.
C-RAM-ის სისტემამ რაკეტების შემჩნევა ან მათი განადგურება ვერ შეძლო.

ერაყელი ძალოვანები ამჟამად სარაკეტო დანადგარის ძებნით არიან დაკავებულნი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები