ლიბიის სანაპიროსთან, სავარაუდოდ, 130-მდე მიგრანტი დაიღუპა
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების სამი ნავი ჩაიძირა, რომლის შედეგად, სავარაუდოდ, სულ მცირე, 130 ადამიანია დაღუპული
ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია SOS Mediterranee ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ლიბიის სანაპიროსთან სამი ნავი იძირებოდა და ადგილზე კუთვნილი ხომალდი – Ocean Viking და სამი სავაჭრო გემი გაგზავნეს. თუმცა, მათ სამაშველო ოპერაციას უამინდობა და 6 მეტრამდე ტალღები აფერხებდა.
აღინიშნება, რომ ადგილზე მისვლის შემდეგ ვერცერთი გადარჩენილი ვერ იპოვეს. ამასთანავე, შემთხვევის ადგილზე წყალმა მხოლოდ 10 ცხედარი გამორიყა.
სამაშველო ოპერაცია გრძელდება.