რუსთავში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გაიმართა

რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობა უარყოფითად აისახება ეკოსისტემაზე და მეტად სახიფათო გახდება, ისედაც მეწყერსაშიშ ზონაში ადამიანების ცხოვრება.

“რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის ყველა ეტაპზე სოლიდარულები ვიყავით და ვართ რიონის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ვიზიარებთ მათ სამათლიან მოთხოვნებს.

ადგილობრივი აქტივისტები აპროტესტებენ „ნამოხვანჰესის“ მშენებლობას, რომელიც თუ გაგრძელდა, უარყოფითად აისახება ეკოსისტემაზე და მეტად სახიფათო გახდება, ისედაც მეწყერსაშიშ ზონაში ადამიანების ცხოვრება. მოგეხსენებათ სამართალდამცავებს ხეობაში აღმართული აქვთ ბარიკადები და საქართველოს რიგით მოქალაქეებს შეზღუდული გვაქვს თავისუფლად გადაადგილება.

უხილავი ბარიერი აღმართულია ასევე მთავრობასა და ხალხს შორის და ზოგადად – ადამიანებს შორის. ყველა კედელი, რომელიც ადამიანის გარემოსთან სრულფასოვან ადაპტაციას უშლის ხელს, – უნდა დაინგეს!”- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები