ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ ვიმყოფებით ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას “ციცაბო” უწოდა.

როგორც მინისტრმა “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა, კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება, ამიტომ, რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია.

“ამ ეტაპზე, ჩვენ მესამე ტალღის პიკზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა, ჩვენ ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიებების, რომელიც არაერთხელაა მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან. საზოგადოებამ იცის ის ინსტრუმენტები, რითაც ხდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასება – ესაა ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი და ა.შ. ამ ეტაპზე, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს 1.47 ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი და 4-ს მიახლოებული დადებითობის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინფექცია საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ჩვენ უკვე არ ვაკვირდებით კლასტერულ განვითარებას და არ ხდება კლასტერებზე მეთვალყურეობა, ვინაიდან, ამ მონაცემების თანახმად, ინფექცია ვრცელდება ძალიან სწრაფად”, – აცხადებს მინისტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები