ალეკო ელისაშვილი – ნიკა მელიას: შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი ციხიდან
“მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად.
მისივე თქმით, აღნიშნულ პარტიას ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს.
“ნაციონალური მოძრაობა” იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსც საერთოდ არ ადარდებს ქვეყანა და ხალხი. ეს გაჯიუტებაც არის ამის დასტური. ამ ხალხს სწყურია მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება და რევანში. მეტი არაფერი არ უნდა ამ ხალხს. არც ამ ქვეყნის დარდი ადარდებთ და არც ხალხის პრობლემები. მთელი მსოფლიო ჩარეულია, თითქმის შეგვარიგეს, შეგვათანხმეს, იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შევიდეთ ყველა და ხალხზე ვიფიქროთ, მიდის უაზრო გაჯიუტება. შე დალოცვილო, გიხდიან იმ გირაოს და გამოდი იმ ციხიდან”, – აცხადებს ელისაშვილი.