ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებთან ვსაუბრობდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გააგრძელონ რაღაც პოლიტიკური თამაშები, რაც დღეს, სამწუხაროდ, სახეზეა
,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მათთან საუბრის მთავარი თემა სწორედ ის იყო, რომ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა პოლიტიკური თამაშები არ უნდა გააგრძელონ.
„ევროპარლამენტარების განცხადება ზუსტად გამოხატავს იმ საუბრების შინაარსს, რომელიც მათთან გვქონდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორი აღსრულება ამ შეთანხმების. გარდა ამისა, ვსაუბრობდით იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გააგრძელონ რაღაც პოლიტიკური თამაშები, რაც დღეს, სამწუხაროდ, არის სახეზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს პოლიტიკური პროცესები სათანადო მიმართულებით განვითარდეს და ამას ემსახურება ევროპარლამენტარების განცხადებაც“, – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპარლამენტარებმა: მარინა კალიურანდმა, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა განცხადება გაავრცელეს და დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდეს.