“აიმართლა რას, როდის და როგორ მოაწერეთ ხელი?! ახლა ამბობთ, რომ არ იცოდით, რომ “თვალებისდამთხრელებსაც” შეეხებოდათ ამნისტია”, – ამის შესახებ “კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსები, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ფიქრობენ საკუთარ და არა – ქვეყნის კეთილდღეობაზე.
“აი, მართლა რას, როდის და როგორ მოაწერეთ ხელი?!
ახლა ამბობთ, რომ არ იცოდით, რომ “თვალებისდამთხრელებსაც” შეეხებოდათ ამნისტია!!!!!!!!!
დროზე ადრე-ნაადრევად, ხარვეზებით და “ხვრელებით “სავსე, არასრულფასოვან დოკუმენტზე ისე მოაწერეთ ხელი, რომ კოლეგა ოპოზიციონერი ციხეში ჩატოვეთ, ისე რომ არც კი გცოდნიათ, თურმე, რას აწერდით ხელს, რადგან მშვენივრად იცოდით, რომ ამნისტიას, რომელიც “თვალებისდამთხრელებს” შეეხება ხალხი და თავად დაჭერილი პოლიტიკოსი მელია არ დათანხმდება (ამ თქვენმა უპრინციპო და ნაადრევმა მოქმედებამ დიდი ზიანი მიაყენა პროცესს) რომ “შევარდნილიყავით” ეს ხომ ზუსტად იცოდით, როგორ “მოგეხერხებინათ“, ისედაც, ფაქტობრივად, იშლება მარტივმამრავლებად ეს ” რუსული ოცნება”და თქვენ ჩამოშლილ კედლებს, თქვენი ანგარებიანი გათვლით და კონფორმიზმით გასამაგრებლად ამოუდექით, უბრალოდ, ერთი ვერ გათვალეთ, ბატონო კოლეგებო, ქვითკირის არ არის ეგ კედლები, თაბაშირნარევი ჩალაა და მათთან ერთად ჩამოიშლება! პოლიტიკა, ღირებულებები, კანონი, სამართლისა და სწორად პოლიტიკური დროის აღქმაა, მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ზიხარ, ცოტა მეტი რომ უნდა წამოიღო შენი სახელმწიფოსა და ხალხისთვის, ის არის და არა მხოლოდ “კომპრომისების ხელოვნება”, (თან კომპრომისსაც გააჩნია) რომელსაც კვლავ საკუთარი კეთილდღეობისთვის გეგმავთ-დაგეგმეთ და არა ამ ქვეყნისთვის!!!!!”, – წერს ჩარკვიანი.