ალეკო ელისაშვილი – მელიაზე: როცა ევროკავშირი მზადაა, შენ ნაცვლად გირაო გადაიხადოს და ამას ხელს კრავ და უარს ეუბნები, ეს არის აუხსნელი

“როცა ევროკავშირი მზადაა, შენ ნაცვლად გირაო გადაიხადოს და ამას ხელს კრავ და უარს ეუბნები, ეს არის აუხსნელი”, ­- ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არასერიოზულია საუბარი იმაზე, ამნისტია კონკრეტულ ადამიანს უნდა შეეხოს თუ არა.

„დაახლოებით, ისეთი აჟიოტაჟია ატეხილი, ჭიქაში ქარიშხალს რომ ეძახიან. ჯერ დაწერილი არავის არაფერი გვინახავს და უკვე მთელი ამბავი ატეხეს. მოდით, ჯერ შავით თეთრზე დაწერილი რამე ვნახოთ. რა წერია, ვის ეხება, ვის არ ეხება. ზოგადად, არასერიოზულია იმაზე ლაპარაკი, რომ კონკრეტულ ადამიანს უნდა შეეხოს თუ არა. ეს არ არის შეწყალება, რომ კონკრეტული ადამიანი იგულისხმებოდეს. შეწყალებისგან განსხვავებით, ამნისტიაში იწერება მუხლები. შესაბამისად, იქ ვერაფრით ვერ იქნება ეს პოლიციელი თუ ის პოლიციელი. თუ მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, იმ სამართალდამცველების ამნისტია შესაძლებელია. ამ ისტორიის თავი და თავი რა არის – შეთანხმებაში იდო ნიკა მელიას გათავისუფლების ორი მექანიზმი. არ მესმის, რომ როცა ევროკავშირი მზადაა, შენ ნაცვლად გირაო გადაიხადოს და ამას ხელს კრავ და უარს ეუბნები, ეს არის აუხსნელი და ეს რომ გააკეთოს მელიამ, ამნისტიაც აღარ იქნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები