ზურაბ ჯაფარიძე: იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ როდესაც მივმართე საქართველოს პარლამენტს, ჩემი მანდატი ავტომატურად უნდა გაეუქმებინა
„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის წევრი როდესაც მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ამის შემდეგ პროცედურა უნდა იყოს ავტომატური.
„იმედი მაქვს, რომ ეს სასამართლო დამთავრდება ისე, როგორც უნდა დამთავრდეს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ როდესაც მე მივმართე საქართველოს პარლამენტს, პარლამენტს ავტომატურად უნდა გაეუქმებინა ჩემი მანდატი. თუ გაუქმდა, ეს ნიშნავს, რომ ყველა ინდივიდური აქტი, რომელიც გამოსცა პარლამენტმა ინდივიდურად პარლამენტის წევრებთან მიმართებით, რომლებმაც მიმართეს პარლამენტს მანდატის გაუქმებაზე, ყველა იყო არაკონსტიტუციური“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საქმის „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყება.
დავის საგანია „ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის“, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიასთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების კონსტიტუციურობა.