ირაკლი კობახიძე: ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოსა და მის ხელისუფლებას, ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის
“ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოსა და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის”, – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ,,ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე წერს.
კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის დროს გამართული შეხვედრების შესახებ საუბრობს.
,,დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი:
– ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს;
– ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის;
– ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს;
– კლარა დობრევს;
– ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს;
– ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის;
– ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს;
– ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს;
– ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს;
– ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს;
– ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს;
– ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს;
– ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს;
ევროკავავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოსა და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას” დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.
„ქართული ოცნება” შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში”, – წერს ირაკლი კობახიძე.