ირაკლი კობახიძე: შეთანხმებას ხელი არ მოაწერა “ნაცმოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ”, ისინი ჩრდილოეთის საქმეს აკეთებენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი “ნაცმოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” და “ლეიბორისტულმა პარტიამ” არ მოაწერეს, რითაც ისინი ჩრდილოეთის საქმეს აკეთებენ.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკაში სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა დამკვიდრდეს.

“შეთანხმებას ხელი არ მოაწერა  “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ”, “ლეიბორისტულმა პარტიამ”, სწორედ ესენი არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც თვალი უჭირავთ არა ევროპისა და ამერიკისკენ, არამედ სხვა მიმართულებით, ჩრდილოეთის მიმართულებით. ისინი მუდმივად აკეთებენ ჩრდილოეთის საქმეს და არა – დასავლურს. ქართულ პოლიტიკაში უნდა დამკვიდრდეს სიმშვიდე და სტაბილურობა”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები