ანრი ოხანაშვილი: თუ სააკაშვილი ჩამოსვლას გაბედავს, მისი პარტიის ფიქციური თავმჯდომარე, ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელოდება

“თუ სააკაშვილი ჩამოსვლას გაბედავს, მისი პარტიის ფიქციური თავმჯდომარე – ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელოდება”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, სააკაშვილის განცხადებები სპეკულაციურია.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად გაკოტრებული და პოლიტიკურად მხდალი ადამიანია. ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, თუ გაბედავს, მისი პარტიის ფიქციური თავმჯდომარე – ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელოდება. ამიტომ, შეიძლება, მათ სასჯელის მოხდა ერთად მოუწიოთ. მისი განცხადებები სპეკულაციურია, მათი პრორუსული სახე გაშიშვლდა და ახლა ცდილობენ, ეს რაიმე ფორმით გადაფარონ, ვითომ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი ცხენზე ამხედრებული შეძლებს თავისი მხარდამჭერების მობილიზებას, რომლებიც ლუსტრირებული არიან. ბევრს სჯეროდა, რომ ეს ძალა პროდასავლური იყო, თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტმა ყველას დაანახა, რომ ეს ძალა რეალურად პრორუსული ყოფილა და პოლიტიკურად გაკოტრებული ჯგუფია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები