ალეკო ელისაშვილი: ამნისტია უნდა გამოცხადდეს – ესეც ევროკავშირის შემოთავაზებაა, ნუ ავუკრავთ ხელს ევროკავშირს
“ამნისტია უნდა გამოცხადდეს – ესეც ევროკავშირის შემოთავაზებაა, ნუ ავუკრავთ ხელს ევროკავშირს”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, ნიკა მელია რატომ ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე უარს.
„გაუგებარია, რატომ ამბობს ამაზე მელია უარს. ამით არავის ღირსება არ შეილახება და სიტუაცია განიმუხტება. რაკი არ უნდა, მაშინ ამნისტია უნდა გამოცხადდეს – ესეც ევროკავშირის შემოთავაზებაა. ამნისტია ვიღაც პოლიციელის გათავისუფლების მიზნით „ქართული ოცნების“ ხრიკი კი არ არის, ეს არის ევროკავშირის შემოთავაზება. ნუ ავუკრავთ ხელს ევროკავშირს. უფრო უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები, რადგან გაჯიქებითა და გაჯიუტებით არაფერი გამოვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.