“ნუ ყარხარ, დაიბანე” – ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. სალხინოს მამათა მონასტერში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე მივიდა, სადაც მას განყენებული წინამძღვარი და მრევლი დახვდა.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, რომელსაც განმარტებებს სთხოვდნენ, სასულიერო პირებს გალობით პასუხობდა.
“თქვენ არ ხართ ღირსი იქ შესვლის. ხარ უკანონო, ხარ მატყუარა, აღმსარებლის გამცემი და ცილისმწამებელი, რა გაცინებს, რა?!… ნუ ყარხარ, დაიბანე”, – მიმართა სასულიერო პირმა მიტროპოლიტ სტეფანეს.
მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირს გადაყენებით დაემუქრა.
“შენს სისულელეებზე პასუხის გაცემის არანაირი სურვილი არ მაქვს. დაწყნარდით, ნუ იდორბლები… თუ ასე გააგრძელებ, გადაგაყენებ… გადაყენებული ხარ ამ წუთიდან”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.
“შენი გადაყენებული შენ გქონდეს, ვერ გადამაყენებ”, – უპასუხა სასულიერო პირმა.