ირაკლი ქადაგიშვილი: ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ნიკა მელიას ციხიდან გამოსაყვანად
“თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ?”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ პირებს თუ პარტიებს ვალდებულებები გააჩნიათ.
“ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხელშეკრულებით აღებული – ყველა ხელისმომწერ პარტიას თუ პიროვნებას, რომ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს კანონი იქნება მიღებული.
თუ მელია ამას არ დაეთანხმება, მაშინ მას მოუწევს დალოდება სასამართლოსი. თუ ადამიანს არ უნდა გარეთ გამოსვლა და ის არის მძევალი თავისი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც არის დამყარებული დესტრუქციაზე, რა გავაკეთოთ ჩვენ? ალბათ, კიდევ ერთი სპეცოპერაცია დაგვჭირდება ციხიდან გამოსაყვანად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.