ლაგოდეხში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხში, აფენი-გურჯაანის გზაზე, ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტრაილერი მსუბუქ მანქანას შეეჯახა, რა დროსაც ოთხმა ადამიანმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო , ერთი კი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ჯგუფები მობილიზებული. მომხდარის მიზეზებს ექსპერტ-კრიმინალისტები იკვლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები