ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკების პროცესში ჩართულობისთვის შარლ მიშელს, კარლ ჰარცელსა და კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიტიკური გუნდის სახელით, მოლაპარაკების პროცესში ჩართულობისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა.
„მე მინდა, ჩვენი მთავრობის, პოლიტიკური გუნდის სახელით ბატონ მიშელს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ასევე მინდა, ბატონ ელჩს, კარლ ჰარცელს დიდი მადლობა გადავუხადო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი პირადი ჩართულობისთვის. მანამდეც, ფასილიტაციის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და ძალიან წარმატებით მონაწილეობდა ამ პროცესში. დიდი მადლობა ამისთვის, ბატონო კარლ. ასევე, დიდი მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს მისი ჩართულობისა და ყველას დიდი მადლობა ამ დღისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.