ბიძინა კულუმბეგოვი: დღეს 50 პედაგოგი ავცერით – ამდენი ლოცვა და პროფესიული ქათინაური “ლაივში” დიდი ხანია, არ მომისმენია

“ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს 50 პედაგოგი ავცერით”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

კულუმბეგოვი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.

“ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღეს 50 პედაგოგი ავცერით! მათი ბედნიერი და არა – სტრესული სახეები უნდა გენახათ, როცა ჩვენ დაგვინახეს ამცრელების როლში. ძალიან სასარგებლო და, ამავე დროს, ემოციური დღე იყო ჩემთვის, ამდენი ლოცვა და პროფესიული ქათინაური ,,ლაივში,, დიდი ხანია, არ მომისმენია, აი-ცერი”, – წერს კულუმბეგოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები