ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტალური გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები დასრულდა ზღვისუბნის III მ.რ-ის II კვ-ის N30 კორპუსთან.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო 30-მეტრიანი გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა, ჯამურად, 2 050 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

რეაბილიტირებული გზა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ზღვისუბანში ვაგრძელებთ კორპუსების მიმდებარე გზების მოწესრიგებას. დავასრულეთ კიდევ ერთი საგზაო პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ამ გზით სარგებლობს ორი კორპუსის მოსახლეობა, 170-მდე ოჯახი“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 140 000 ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები