ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მატარებელი მოზარდს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ აჯამეთში მოხდა.
დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.