ნიდერლანდებში ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას გეგმავენ, რომელიც 3 თვის განმავლობაში მოქმედებდა

ნიდერლანდებში მომდევნო კვირიდან “ლოქდაუნის” შესუსტება დაიწყება – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი მაინც რჩება.

ამის შესახებ The Guardian-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი.

მოსალოდნელია, რომ 28 აპრილიდან ქვეყანაში გაუქმდება საერთოეროვნული ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც სამი თვის განმავლობაში მოქმედებდა.

ასევე, მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად ბარებისა და რესტორნების გახსნა დაიწყება.

ნიდერლანდებში სხვადასხვა დონის შეზღუდვები უკვე მეექვსე თვეა, მოქმედებს.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების 1,4 მილიონზე მეტი შემთხვევაა, 20 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც გამოცემა წერს,  გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში კორონავირუსული შეზღუდვების მხარდაჭერა იკლებს.

მარტის ბოლოს ნიდერლანდების მთავრობამ “ლოქდაუნი” გაახანგრძლივა, თუმცა, ე.წ.კომენდანტის საათი ერთი საათით გადაწია.

ამასთანავე, კონცერტების, ფესტივალების, კონფერენციების ორგანიზატორები გაფრთხილებული არიან, რომ შეუძლიათ ღონისძიბების დაგეგმვა პირველი ივლისიდან. ამ დროისთვის იგეგმება, სულ მცირე, ერთი დოზით ქვეყნის მოსახლეობის აცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები