იაგო ხვიჩია: არ მჯერა, რომ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოვა

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეიცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება ოპონენტების, პოლიტიკური პროცესებისა და საკუთარი თანაგუნდელების მიმართ.

ხვიჩიას თქმით, სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გაკეთებული განცხადების არ სჯერა.

„არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოვა ან ამ წუთას ეს შესაძლებელია, რასაც პოლიტიკურ გარემოს ვუყურებ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყოს შესაძლებელი და ამ სამუშაოში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მიხეილ სააკაშვილი, მან უნდა შეიცვალოს რიტორიკა და დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, პოლიტიკური პროცესების მიმართ, საკუთარი თანაგუნდელების მიმართ და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ფიზიკურად სვლა იმ მიმართულებით, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება ჰქონდეს, ჩამოვიდეს და თავისი კარიერა გააგრძელოს. პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებობს, რომლის სანაცვლოდ მშვიდობა უნდა დამყარდეს სამეფოში. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ილაპარაკა, რომ მას რაღაცის გაკეთება არ მოსწონდა, მაგრამ ამას მშვიდობისთვის აკეთებდა. ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ აქამდე მისვლაა საჭირო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები