შალვა ნათელაშვილი: გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსების მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას აფასებს.

ნათელაშვილის თქმითვე, ის დარწმუნდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე არ ჰყავს.

“გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა ხელმოწერის შედეგად”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები