ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აგრძელებენ ბოიკოტს, ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აგრძელებენ ბოიკოტს, ასრულებენ გეგმას, რომელიც ოკუპანტი მეზობლის ინტერესებშია.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” დემოკრატიის მიმართ უპირობო მხარდაჭერა გამოიჩინა.

„საპარლამენტო დემოკრატია არის ქვეყნის ევროპული განვითარების გზა, სხვა გზა არ არსებობს. სწორედ ამ იდეალების ერთგულების გამო გადადგა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაბიჯები. თუ ვინმემ გამოიჩინა დემოკრატიისა და სახელმწიფო აზროვნების მიმართ ასეთი მკვეთრი და უპირობო მხარდაჭერა, ეს არის „ქართული ოცნება“.

ოპოზიციას არაფრის დათმობა არ უწევს, მათ ერთადერთი პასუხისმგებლობის აღება უწევთ იმაზე, რომ დესტრუქციაზე უარი უნდა თქვა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილს დღესაც როგორ უჭირს დესტრუქციაზე უარის თქმა. რუსეთისთვის დესტრუქცია არის ყველაზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული ომი გაგრძელდეს და ქვეყანა მაქსიმალურად დასუსტდეს. ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ გაუგებარი არგუმენტებით ამ გადაწყვეტილების ბოიკოტირებას, მიმაჩნია, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, ასრულებენ იმ გეგმას, რაც სწორედ ჩვენი ოკუპანტი მეზობლის ინტერესებში შედის. შარლ მიშელის ვიზიტი კიდევ დაგვეხმარება, რომ ჯერ კიდევ დარჩენილი პოლიტიკური პარტიების ანაქრონიზმი დაძლეული იქნება“, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები