რიმა ბერაძე: ქვეყანა ფუნქციონირების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება
შეთანხმება არ შეიძლება რომელიმე მხარის გამარჯვებად ან დამარცხებად ჩაითვალოს, ის ცალსახად არის ქვეყნის სიმშვიდისა და სტაბილური განვითარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რაც ყოველთვის იყო და იქნება ქართული ოცნების ხელისუფლების უმთავრესი მიზანი და ამოცანა,- წერს უმრავლესობის წევრი, რიმა ბერაძე.
როგორც ბერაძე აღნიშნავს, სწორედ ამგვარი დამოკიდებულების გამო აქვს ,, ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რომელიც გაცილებით მეტია, ვიდრე 43%.
,,მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს შედეგიანი მედიაციისთვის“,- წერს დეპუტატი