მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის, მისი ხედვისთვის და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და მამაცური პოლიტიკური არჩევანისთვის, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო დიპლომატიურ გუნდს, რომელიც დაუღალავად მუშაობდა თქვენთან ერთად, ასევე, კარლ ჰარცელს და ელჩ დეგნანს. ჩვენ ვაფასებთ ყველა თქვენგანის ძალისხმევას.
მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრის, მისი ხედვისთვის და თქვენი, პოლიტიკურო ლიდერებო, ოპოზიციური პარტიების არჩეულო წევრებო, თქვენი სიმამაცისა და მამაცური პოლიტიკური არჩევანისთვის.
ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვიყავით მთელი ამ დროის განმავლობაში. თქვენ გამიზიარეთ თქვენი აზრები, რაც უზომოდ სასარგებლო იყო ჩემთვის. მადლობა თქვენი სიბრძნისთვის“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.