მამუკა მდინარაძე: ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, – ეს საქართველოს გამარჯვებაა

ხელოვნური კრიზისი დასრულებულია, ეს საქართველოს გამარჯვებაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც ოპოზიციის ნაწილისა და ხელისუფლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, “ქართული ოცნების” გუნდს და ამომრჩევლებს.

“ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!
მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს – ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს!
ეს საქართველოს გამარჯვებაა!
კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით!
განსაკუთრებული მადლობა “ქართული ოცნების” უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!”, – წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტს „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა – შეთანხმების ტექსტს ამ ეტაპზე არ უერთდება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები