დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, დაახლოებით, 70 წლის ქალია.
თვითმხილველების თქმით, ქალი შემთხვევის დროს აივანზე იდგა და, სავარაუდოდ, სარეცხს ფენდა.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.