დავით ქართველიშვილი: კარგად იციან, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიან, პასუხს ვერ გასცემენ მათ გაქცეულ ბელადსა და რადიკალებს
“კარგად იციან, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიან, პასუხს ვერ გასცემენ მათ გაქცეულ ბელადსა და რადიკალებს”, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მალე გამოჩნდება, რა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა პარტიამ და რომ სააკაშვილს არც რურუა ადარდებს და არც მელია.
,,ასეთი უმძიმესი ტესტის წინაშე ,,ნაცმოძრაობა” ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილა – პრეზიდენტის განცხადებამ მათ საბოლოოდ მოუჭრა ყველა გზა. რამდენი ხანია, გაიძახიან, რომ მათ სჭირდებათ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა და რურუასა და მელიას გათავისუფლება. როცა საქმე საქმეზე მიდგა და ,,ქართულმა ოცნებამ” დასავლეთის მხარდაჭერით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, მარგინალები ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. დაეთანხმებიან მიშელის დოკუმენტს და თავადაც კარგად იციან, რომ წინასწარ წაგებულ თამაშში შედიან, პასუხს ვერ გასცემენ მათ გაქცეულ ბელადსა და რადიკალებს… არ დაეთანხმებიან და სწორედ მათ კისერზე იქნება ჟორიკა რურუას ციხეში ჩატოვება. მალე გამოჩნდება, რა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო მმართველმა პარტიამ, ისიც მალე გამოჩნდება, რომ მიშას არც რურუა ადარდებს, არც მელია, მას ადარდებს ერთი რამ – ძალაუფლება, რომელსაც ვერასოდეს ვეღარ მიიტაცებს”, – წერს ქართველიშვილი.