სალომე ზურაბიშვილი: გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადებით, რომელიც, ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას

“გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც, ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს, აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა – მოლაპარაკების საგანი.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, არაერთხელ, ორჯერ, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეეწყალების თემას. ის ვერ გაიგო მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ამ საკითხებში და არამხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა თუ შექების მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ.

მგონი, ეს საქმით დავამტკიცე. მინდა, ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა – მოლაპარაკების საგანი. ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა, თუ მოთხოვნებს, იქნება ეს ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივიაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები