პაატა იმნაძე: ნუ, უზრდელობაა ბოლოს და ბოლოს, დღეს რომ საზოგადოებაში კაცი პირბადის გარეშე გამოჩნდები
“ნუ, უზრდელობაა ბოლოს და ბოლოს, დღეს რომ საზოგადოებაში კაცი პირბადის გარეშე გამოჩნდები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას აქვს შანსი, კოვიდწესების დაცვის შემთხვევაში, კორონავირუსის მესამე ტალღა შედარებით მსუბუქად გადაიტანოს.
„თუ ჩვენ, ყველამ არ გავითავისეთ, ბიზნესმა არ გაითავისა და თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არ დაიცვა წესები, ეს, უბრალოდ, უნდა ჩაითვალოს უპატივცემულობად. ეს უნდა ჩაითვალოს, რომ შენ შენს მოყვასზე არ ფიქრობ, მის სიცოცხლეს არ უფრთხილდები. ნუ, უზრდელობაა ბოლოს და ბოლოს, დღეს რომ საზოგადოებაში კაცი პირბადის გარეშე გამოჩნდები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.