დიეგო კოლასი: საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ შეთავაზებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
„შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ – საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს. გასული დღეებისა და საათების განმავლობაში პარტიებმა შეთანხმების მიღწევის პროცესის დასრულებისადმი ინტერესი გამოხატეს. სიმამაცის, თავდაჯერებულობის გამოხატვისა და ერთიანობის ძიების დროა“, – წერს კოლასი.