იაგო ხვიჩია: აქ სტაჟიორი ვიყავი 2004 წელს, შენობა იგივეა – “გირჩი” პარლამენტში მივიდა

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტის შენობაში პირველად არ იმყოფება და ის აქ სტაჟიორი იყო სტუდენტობის პერიოდში.

“პირველად არ ვიმყოფები. მე აქ სტაჟიორიც ვიყავი ჯერ კიდევ სტუდენტობის ბოლოს. აქ ვმუშაობდი ერთი პერიოდი, სტაჟიორი ვიყავი, 2004 წელს. გარემო არ ვიცი ჯერ შეცვლილია თუ არა, შენობა იგივეა, ოღონდ გარემონტებულია უკეთესად”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრები საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები