აკაკი მინაშვილი: „ნაცმოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს”, – განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა გააკეთა.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ვერ მოაგვარებს.

“ხელმოწერა და რაღაც დოკუმენტის არსებობა არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიდგომაა,  ნებისმიერი შეთანხმება უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ის მძიმე ვითარება, რომელიც არის ქვეყანაში, უნდა გამოსწორდეს. ჩვენი აზრით, ვერ ვხედავთ, რომ ეს დოკუმენტი არის გამოსწორების გზა. ამიტომ, ამ მდგომარეობით, ამ დოკუმენტს ჩვენ ხელს არ მოვაწერთ”, – განაცხადა მინაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები