ზვიად შალამბერიძე გუმათის მოვლენებზე: საპოლიციო ძალების განახევრება და ბარიერების ნაწილის აღება ჩვენი შეხვედრის შედეგია

გუმათჰესთან სამართალდამცველებმა რკინის ჯებირების ნაწილი აიღეს, აქციის მონაწილეები კი გზის სავალი ნაწილის ხელოვნური ბარიკადებისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. მათ პოზიციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ეხმაურება.

„საპოლიციო ძალების განახევრება და ბარიერების ნაწილის აღება ჩვენი შეხვედრის შედეგია. ზოგადად, საქმე მიდის იქით, რომ იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, ჩვენ, გარკვეულწილად, დათმობებზე უნდა წავიდეთ. რაც შეეხება დანარჩენ საკითზებს; ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და თავისთავად, საზოგადოება ჩვენი ნაბიჯების შესახებ გაიგებს“ – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

დღეს სოფელ გუმათში რკინის კედლის ერთი ნაწილი აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები