ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 16 აპრილის 20:50 სთ-იდან  17 აპრილის 09:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები