“წესიერი და პატიოსანი ადამიანია, უბრალოდ, ცოტა ფსიქიკურად შეშლილი” – რას ამბობენ ახლობლები ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულზე

ახლობლების ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მეზობლები აცხადებენ, რომ ნიკოლოზ წურწუმია დაოჯახდა, მეუღლესთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა, ზუგდიდიდან რამდენიმე თვის წინ წავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. ბრალდებულის დედ-მამა ემიგრაციაშია, მისი და კი დედაქალაქში, ავლაბარში ცხოვრობს.

“მართლა წესიერი და პატიოსანი ადამიანია, უბრალოდ, ცოტა ფსიქიკურად შეშლილი. გამოკვლევებს გაუკეთებენ და დასკვნაც ის იქნება, რომ ის შეურაცხადია”, – ამბობენ ეჭვმიტანილის ახლობლები.

მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე, “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალს მამაკაცი თავს  დაესხა და 7 მძევალი აიყვანა. მან მძევლების ნაწილი ეტაპობრივად გაათავისუფლა. ბოლოს კი მასთან მოსალაპარაკებლად შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენლები შევიდნენ და სწორედ მაშინ   დააკავეს ის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები