იაგო ხვიჩია: თუ დადასტურდა, რომ „გირჩის“ მიერ შეთავაზებული გეგმა შესრულდა, მაშინ რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო

თუ დადასტურდა, რომ „გირჩის“ მიერ შეთავაზებული გეგმა შესრულდა, მაშინ რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა, მეორე მხარის მოსაზრება, რა ნაბიჯს გადადგამენ შეთანხმების მისაღწევად.

„ჯერ გავეცნობით, რა დოკუმენტია, არ ვიცით, „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ხომ ისე ვერ ვენდობით, რომ რაღაც თქვეს და ზუსტად იგივეა თუ არა, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ. ჯერ ხომ უნდა გავერკვიოთ, რას გულისხმობენ ისინი, რაზე ვლაპარაკობთ და თუ დადასტურდა, რომ რეალურად ესაა, რაც „გირჩის“ გეგმა იყო შეთავაზებული ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის, მაშინ რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო, თუ ჩემი გეგმა შესრულდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები